შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრი: 1962 წელს დაბადებული მურმან ს, 1991 წელს დაბადებული ბექა ს, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბესიკ ც, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი არკადი მ, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ხვიჩა ა და 1982 წელს დაბადებული ნუკრი ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.