|
2015-09-07 18:47:40, 761 ნახვა
სამართალი
შსს-მ პოლიციელების განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელების განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამავე სამმართველოს მიერ 2015 წლის 22 აგვისტოდან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული რამინ ფ. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დააკავეს. „ბრალდებული, რომელიც მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ფონიჭალაში „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით მოძრაობდა, არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას შეჩერებულიყო, გაუწია წინააღმდეგობა და მოახდინა პოლიციელების სამსახურებრივ ავტომანქანაზე შეჯახება, რის შემდეგაც ცივი იარაღით ორ პოლიციელს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიმალვა შეძლო. სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომელსაც ბრალდებული მართავდა, 25 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 111 გრამი ჰეროინია. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 19-109 მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)