დიდი ოდენობით ოქროს ზოდების საზღვარზე უკანონოდ გადატანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადატანის ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე, რამინ ნაბიევი დააკავა.