|
2016-09-30 13:52:14, 1445 ნახვა
სამართალი
მერაბ ტურავას განცხადებით, "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ ინფორმაცია არ აქვს
მოხდება თუ არა „რუსთავი 2“-ის ორ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება, სასამართლოს დარბაზში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ერთ-ერთმა მოსამართლემ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განაცხადა. მისი თქმით, არც ელექტრონული ფოსტის და არც საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურიდან არ მიუღია ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეებზე გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღონ. „ხუთი საქმიდან ინფორმაცია, მხოლოდ 3-ზე გვქონდა, რომ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება და ბოლო ორ საქმეზე, რომელიც „რუსთავი 2“-ს ეხება, ჩემთვის ინფორმაცია არავის მოუწოდებია. საწყენია, რომ ამ ინფორმაციას ჟურნალისტებისგან ვიგებ“, - აღნიშნა ტურავამ. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის შვიდი საქმეა შესული, აქედან ხუთ საქმეზე პლენუმი მსჯელობს, ორზე კი, პირველი კოლეგია. საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)