|
2016-09-28 14:14:21, 1432 ნახვა
სამართალი
გია ლორთქიფანიძე საქართველოში ჩამოსვლას 15 ოქტომბერს გეგმავს
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. როგორც ლორთქიფანიძის განცხადებაშია აღნიშნული, 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ის მზადაა გამოცხადდეს როგორც სასამართლოში, ასევე საგამოძიებო ორგანოებებში, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად. "ჩემი ბრალდების საქმე ეყრდნობა 2013 წელს დაკითხულ მოწმეებს და არავითარი ახალი მტკიცებულება ე.წ. 26 მაისის საქმეზე არ არსებობს. ამ საქმეზე რამდენჯერნე დაკითხული ვარ, მათ შორის სასამართლოში. 2016 წლის სექტემბერში, როდესაც პროკურატურაში დამიბარეს მე ვიყავი უკრაინის უმაღლეს რადაში ძალინ მნიშვნელოვან საკომიტეტო მოსმენაზე, აქედან გამომდინაეე მე ვერ მოვახერხებდი ამ დროს საქართველოში ჩამოსვლას ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე", - ნათქვამია გია ლორთქიფანიძის განცხადებაში. ცნობისთვის, ლორთქიფანიძის მიმართ დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებაზე ამ წუთებში სასამართლო მსჯელობს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)