საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ საქართველოს „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის" 40 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა მოაწერეს.