08:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 16:03:50, 1030 ნახვა

ეკონომიკა
„პაშა ბანკის“ დაფინანსებით, სოციალურად დაუცველ და წარჩინებულ სტუდენტებს ტრენინგი ჩაუტარდათ

"პაშა ბანკის" დაფინანსებით თბილისის ჰიპო ფონდმა და ინტელექტის და განათლების საერთაშორისო სკოლამ  ISIE სოციალურად დაუცველი და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის  ერთდღიანი გასვლითი ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისთვის საინტერესო თემებზე გამოცდილების გაზიარება და საბაზისო ინფორმაციის მიწოდება, ასევე მათი ინტეგრაცია და ურთიერთობა არაფორმალურ გარემოში.

მონაწილეების შერჩევა აპლიკაციების საფუძველზე მოხდა.

სპეციალურად ტრენინგისთვის მოწვეულმა სპიკერებმა, მაკა ასათიანმა (უნიქარდი, მარკეტინგის დირექტორი), ბიძინა ქუმსიაშვილმა (თბილისის ჰიპო ფონდის დამფუძნებელი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ლექტორი), ჯემალ არჯევანიძემ (თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის სპეციალისტი) და თორნიკე ჩარგეიშვილმა (მშვიდობის კორპუსის რეგიონალური კოორდინატორი) ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: პროექტების წერა, მარკეტინგი და ეფექტური კომუნიკაცია, მოხალისეობა და არაფორმალური განათლება.  პროექტის მხარდამჭერებს შორის იყვნენ: თბილისის მერია, Wehelp.ge, Generations For Peace,Tbilisi life.

„ჩვენ სიამოვნებით ჩავერთეთ აღნიშნულ პროექტში, რადგან, ვთვლით, რომ აქ გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება სასარგებლო იქნება სტუდენტებისთვის. პაშა ბანკისთვის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა შეიძლება ითქვას, უკვე ტრადიციად იქცა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში და ჩვენს რეგიონში ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას, რისთვისაც განათლება ნამდვილად აუცილებელი წინაპირობაა“, - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics