სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოუხსნა
სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა საერთაშორისო ვალდებულება, რის შედეგადაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოუხსნა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.