14:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 17:43:18, 1689 ნახვა

ეკონომიკა
დემურ გიორხელიძე: საქართველოში დოლარის გამოყენება კრიმინალად უნდა გამოცხადდეს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძეე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეს დოლარი არაფერში სჭირდება.

როგორც გიორხელიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოში ერთადერთი ვალუტა ლარი უნდა იყოს.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება არის ერთადერთი დამაიმედებელი, რაც ამ ბოლო პერიოდში გაჟღერდა. ეს ყველაფერი აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. საერთოდ საქართველოში დოლარის გამოყენება კრიმინალად უნდა გამოცხადდეს. საქართველოში ერთადერთი საბრუნავი ვალუტა ლარი უნდა იყოს. მოსაფიქრებელია იმის მოგვარება თუ რა უნდა მოვახერხოთ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც სესხებს დოლარებში ატენინდნენ. ამ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეს დოლარი არაფერში ჭირდება. გვენეტაძეს ამ განცხადებაში თავიდან ბოლომდე მხარს ვუჭერ. ეს პროცესი აუცილებელია, სხვანაირად განადგურებულ პირას მყოფ ლარს ვერაფერს დავუპირისპირებთ. რაც უფრო ხისტად გაკეთდდება ეს, მით უფრო უკეთესია. ამ პროცესით ლარი ნელ-ნელა მოიპოვებს თავის ადგილს ქვეყანაში. ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს ჩვენი ვალუტა, რომელიც იქნება მოთხოვნადი“, - განაცხადა გიორხელიძემ.

შეგახსენებთ, გაზეთ „რეზონანსთან“ იინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics