|
2016-07-21 14:44:00, 1062 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო: ექსპორტზე ფალსიფიცირებული ღვინო ვერ გავა, ეს რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
რუსეთის სათათბირო დუმის საერთაშორისო კომიტეტის მიერ, მთავრობისთვის მიცემულ რეკომენდაციას ღვინის ეროვნულ სააგენტოში პასუხობენ. როგორც „ექსპრენიუსს“ სააგენტოშ განუცხადეს, ქართულ ღვინოს 3-ჯერ აქვს ლაბორატორიული კვლევა გავლილი და 2014 წელს, პროდუქციის ხარისხი თავად რუსმა ექსპერტებმაც შეამოწმეს. „რუსეთიდან ქართული ღვინის შესამოწმებლად 3-ჯერ იყვნენ ჩამოსულები. 2-ჯერ 2013 წელს და ერთხელ 2014 წლის შემოდგომაზე, ემბარგოს მოხსნის შემდეგ. რუსმა ექსპერტმა, დაახლოებით, 100-მდე საწარმო შეამოწმეს. დასკვნა იყო დადებითი და ზოგადად, ექსპორტზე ვერ გავა ღვინო თუ ის ფალსიფიცირებულია და ლაბორატორიული კვლევა არ აქვს გავლილი. ჩვენგან ექსპორტით გასულ ღვინოზე არანაირი პრობლემა არ არსებობს. ექსპორტზე ფალსიფიცირებული ღვინო ვერ გავა. რუსეთის მხრიდან, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს დავუჭირეთ მხარი“, - განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში. რუსეთის სათათბირო დუმის საერთაშორისო კომიტეტი მთვარობას რეკომენდაციით მიმართავს, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის "ბორჯომის" იმპორტი აკრძალოს, - ამის შესახებ ინფორამაციას LENTA.RU ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც საქართველოს და კიდევ 5 ქვეყნის გადაწყვეტილებას დაგმობს, ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეუერთდნენ. "ვალდებული ვართ რეაგირება მოვახდინოთ. ჩვენ არ გვჭირდება მათი ღვინო და მინერალური წყალი. ჩვენი წყაროც საკმარისია. გვჭირდება ყირიმის განვითარება - ტურიზმი, კარგი ღვინო ქიმიური დანამატების გარეშე, ქართული ღვინისგან განსხვავებით", - კომიტეტის წევრმა იან ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)