17:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 19:25:48, 1102 ნახვა

ეკონომიკა
Global Finance-მა თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance-მა თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკი ზედიზედ უკვე მეხუთედ  დაასახელა საქართველოში წლის საუკეთესო სერვისად ფიზიკური პირებისთვის, ხოლო ზედიზედ მეოთხედ  კორპორატიული სეგმენტისთვის.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თიბისი ბანკიდან აცნობეს, გარდა ამისა თიბისი ბანკის იურიდიული პირების ინტერნეტბანკი  წლის საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად აღიარეს  აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

მათივე ცნობით, გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდნენ: ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებისრაოდენობა, მომსახურების ხარისხი, შეთავაზებული სერვისების მრავალფეროვნება, ელექტრონული სერვისებით სარგებლობისას მიღებული უპირატესობები, ასევე ინტერნეტ და მობაილბანკის დიზაინი და ფუნქციონალი.

თიბისი ბანკმა ამ სფეროში საერთაშორისო მასშტაბის აღიარება არაერთხელ მოიპოვა, რაც ჩვენთვის საამაყოა. Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურება ლიდერია საქართველოსა და რეგიონში,"- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

"მსოფლიოში ყველაზე წარმატებული საცალო და კორპორატიული ბანკები ისინი არიან, რომლებიც ეფექტურად ტრანსფორმირდნენ სრულად ინტეგრირებულ ციფრულ ბანკებად. წლევანდელი დაჯილდოების გამარჯვებულ ბანკებს ესმით, რომ კორპორატიული და საცალო სეგმენტების კლიენტები ფინანსური პარტნიორებისგან მოელიან ადვილად ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებს და ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც სრულად ინტეგრირებულია მათ  ციფრულ ცხოვრებაში," -განაცხადა  ჯოსეფ გარაპუტომ, Global Finance-ის გამომცემელმა და სარედაქციო დირექტორმა.

Global Finance უკვე 17 წელია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო მომსახურებას ინტერნეტ და მობაილბანკის  სფეროში. 

ჟურნალი  რეგულარულად არჩევს სუკეთესო შედეგების მქონე ბანკებს და ფინანსური სერვისების სხვა მომწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის ეს ჯილდოები  შედეგების შეფასების სანდო სტანდარტია.

ცნობისთვის, Global Finance 1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ. 

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics