გახარია: გალარების პროგრამა იყო სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი - ვინც ჩათვალა, რომ მომგებიანია, ეს ნაბიჯი გადადგა
გალარების კომპონენტი - ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული სოციალური ნაბიჯი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნება, სოციალური პასუხისმგებლობის აღქმის შედეგად მოსახლეობისთვის შეთავაზებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ სესხების გალარების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.