ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 250 საწარმოთა შორის მხარდაჭერილი - შპს „მილი“ წარმოებას ზრდის.

" />
08:43 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 13:10:10, 1887 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი კომპანია გაფართოვდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 250 საწარმოთა შორის მხარდაჭერილი - შპს „მილი“ წარმოებას ზრდის.

შპს „მილი“ ეკალ-მავთულს, ლურსმანს და მავთულბადეს აწარმოებს. კომპანია წარმოების გაზრდას, მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარების შეძენასა და საკუთარი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. კომპანია გაფართოვების შემდეგ, მავთულბადის სხვადასხვა სახეობის დამატებას და 20-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

შპს „მილი“ რუსთავის გზატკეცილის #36-ში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური  მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 318 500 ლარს შეადგენს.

2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. 

შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება  ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 251 პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა 569 000 000 ლარზე მეტია, ხოლო ჯამურად დასაქმდება 11 000-ზე მეტი ადამიანი.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics