06:56 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 16:22:14, 2091 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა პანკისის ხეობაში მდებარე სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან, დაგლას ბოლისთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, პანკისის ხეობაში, ქვემო ხალაწანიში USAID-ის პროექტის Zrda ფარგლებში შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

მინისტრი ადგილობრივ უხუცესებს, მოსახლეობას, მათ შორის, ფერმერებს და სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით აშენებულ საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეხვდა.

„სახელმწიფო, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პანკისის ხეობაში დღეს უკვე გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი, რომელიც დაფინანსებულია, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ, ხოლო მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა კოორდინაცია დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და სახელმწიფოს მიერ წახალისებულ პროექტებს შორის, რაც ხელს უწყობს თანხის უფრო ეფექტიან ხარჯვას”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

პროექტი Zrda პანკისის ხეობის ოთხივე თემში მოსახლეობას დახმარებას უწევს საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის გზით. გარდა ამისა, პროექტი ტექნიკურ დახმარებას უწევს რეგიონის ცნობადობის გაზრდას პანკისის ხეობაში წარმოებული პროდუქციის ბრენდის ფორმირებისა და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების გზით.

პროექტის ფარგლებში, პანკისის ხეობაში უკვე მოეწყო სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთები და მიმდინარეობს ბოსტნეულის ჩითილების წარმოება, რაც  ფერმერებს შემოსავლების მიღების გაზრდაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამითაც ისარგებლეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან  (IFAD) ერთად.

პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა შეიძინეს ხელის ტრაქტორები და ხელსაწყოები, რომლის ღირებულების 90% სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დააფინანსა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics