უმსხვილესი ამერიკული კომპანია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა
გლობალური მრავალპროფილური კომპანია „3M“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის, მრეწველობის, ჯანდაცვის, ელექტრონიკის და უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობს, საქართველოში სხვადასხვა სექტორში არსებული შესაძლებლობებით და ბიზნეს კლიმატით დაინტერესდა.