|
2017-08-02 13:09:15, 2291 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ახალი სექტორების სიღრმისეულ შესწავლას იწყებს
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ქვეყნის ექსპორტის განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობის მიზნით, გერმანული საკონსულტაციო კომპანია „GFA Consulting Group“-ის ექსპერტებთან ერთად, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების სიღრმისეულ შესწავლას იწყებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმიანობას მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. სამინისტროს ცნობით, ექსპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის ფარგლებში „GFA Consulting Group“-ის ექსპერტებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მხრიდან დირექტორის მოადგილე ზვიად ქვლივიძე და ექსპორტიორთა ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოტე მდინარაძე, GIZ-ის მხრიდან კი - პროექტის ხელმძღვანელი ფილიპ შტეანჰაიმი, პროექტის ექსპერტი რატი ანჯაფარიძე და პროექტის კონსულტანტი, საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა მელაძე დაესწრნენ. „ქართველი და უცხოელი ექსპერტები ერთად შეაფასებენ სხვადასხვა ინდუსტრიების საექსპორტო პოტენციალს, რის შემდეგაც შერჩეული სექტორების სპეციფიკისა და გამოწვევების გათვალისწინებით, შეიმუშავებენ შესაბამის სტრატეგიასა და ექსპორტის ხელშემწყობ შედეგებზე ორიენტირებულ აქტივობებს. აღნიშნული სექტორების შერჩევა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ კვლევებსა და სექტორულ შეფასებებზე, ასევე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მოხდება“, - აცხადებენ სამინისტროში. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ბიზნესის, ექსპორტისა და ინვესტიციის მიმართულებებს აერთიანებს, მიზნად ისახავს ქართული სამეწარმეო შესაძლებლობების გაზრდას, ქვეყანაში წარმოებული პროდუქტებისა და სერვისების ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, მისი მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს, ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ - ის ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu.
(NS)
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)