08:49 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 11:04:39, 2612 ნახვა

ეკონომიკა
როგორ ავიღოთ სასურველი ტიპის სესხი დაბალ პროცენტში

გრძელვადიანი სესხის აღება შესაძლებელია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. პროდუქტით სარგებლობა მარტივია, თუკი ადრე თანხის მისაღებად მოითხოვებოდა უამრავი დოკუმენტის შეგროვება, დღეს უკვე ონლაინ რეჟიმში ხდება მომსახურებით სარგებლობა.

სერვისის დახმარებით დიდი რაოდენობის თანხის მიღებაა შესაძლებელი, გადახდისთვის კი შედარებით დიდი დროა განკუთვნილი. თუ სესხს ბანკში იღებთ, მოხდება თქვენი შემოსავლებისა და საკრედიტო ისტორიის გადამოწმება. ამასთან, შესაძლოა მოგთხოვონ ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და სახელფასო ცნობა. საბანკო სესხები დადებითი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. კრედიტორი ამოწმებს რამდენად კარგი საკრედიტო ისტორია გაქვთ და თანხას ამის შემდეგ გასცემს. სესხის ასაღებად საჭიროა სტაბილური შემოსავლის ქონა. საპროცენტო განაკვეთი კომპანიებში განსხვავებულია და ძირითადად დამოკიდებულია სესხის მოცულობაზე, პერიოდსა და კლიენტის შემოსავალის ოდენობაზე.

რედი 24 საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები პირობის საკრედიტო პროდუქტი, გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის შემოთავაზებას და აიღოთ სასურველი ტიპის კრედიტი, იქნება ეს სწრაფი თუ გრძელვადიანი ონლაინ სესხი. გრძელვადიანი სესხის სახით მეტი თანხის აღება შეგიძლიათ და მის დასაფარად დიდი დრო გაქვთ, ეს შეიძლება იყოს რამდენიმე თვე ან წელი. ასეთი ტიპის სესხების მისაღებად მოითხოვება შემოსავლის დადასტურება და დადებითი საკრედიტო ისტორია. თანხის ოდენობიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო გახდეს ქონებით უზრუნველყოფაც, რისი მიზანიც საკრედიტო რისკების დაზღვევაა. იმ შემთხვევაში თუ ვერ შეძლებთ სესხის დაფარვას, ქონება კომპანიის საკუთრებაში გადავა.

კრედიტორები გრძელვადიანი სესხის გაცემისას ითვალისწინებენ მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას, მისი საშუალებით მარტივად იგებენ მსესხებლის მიერ ბოლო პერიოდის მანძილზე აღებული სესხების რაოდენობას, იმას თუ როგორ იხდიდა კლიენტი თანხას, ჰქონდა თუ არა ვადაგადაცილება. კომპანიები აღნიშნულ ინფორმაციას ითვალისწინებენ სესხის გაცემისას. თუ კლიენტს უარყოფითი საკრედიტო ისტორია აქვს, მას პრობლემები ჰქონდა თანხის გადახდისას. შესაბამისად, კრედიტის გაცემა რისკთან არის დაკავშირებული. საკრედიტო რეპორტს თითქმის ყველა საფინანსო ორგანიზაცია იყენებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ის შეიცავს ინფორმაციას არსებული და დახურული სესხების შესახებ. გადახდების ისტორიას, მომხმარებლის ერსონალურ მონაცემებს; სახელს, გვარს, პირად ნომერს და სხვა. სწრაფი ონლაინ სესხი გამოირჩევა სისწრაფით. მისი აღება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, 15 წუთში. არ მოითხოვება დოკუმენტების შეგროვება, ავტომატურად იღებთ თანხას ანგარიშზე.

როგორ უნდა გააუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია და ისარგებლოთ უკეთესი პირობის სესხით?

  • დროულად დაფარეთ სესხის პროცენტი – სესხის დაგვიანებით გადახდა ნეგატიურად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე. თუკი დროულად დაფარვათ სესხს, ვადაგადაცილების გარეშე, თქვენ მიმდინარე დავალიანება არ გექნებათ. რაც მომავალში დადებითაც აისახება კრედიტის დამტკიცებაზე.
  • სესხი მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში აიღეთ – ახალი სესხის აღებისას, გაითვალისწინეთ მიმდინარე ვალდებულებები, გადახდის შესაძლებლობა და მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში აიღეთ სესხი.

გრძელვადიანი სესხი დიდი დროით გაიცემა, რაც საშუალებას გაძლევთ კრედიტის ძირი თანხა რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ დააბრუნოთ. თანხის აღება ნებისმიერი მიზნობრიობით შეგიძლიათ და ამისათვის არ მოითხოვება გირავნობა.

კრედიტის აღებისას პირველ რიგში განსაზღვრეთ, რა ვადით იღებთ თანხას და რამდენ ხანში შეძლებთ მის დაფარვას. თუკი სესხი მოკლე პერიოდით გჭირდებათ და ზუსტად იცით, რომ მას ერთ თვეში დაფარავთ, შეგიძლიათ ონლაინ სესხის გამცემ კომპანიებს მიმართოთ. ხოლო თუ გრძელვადიანი მიზნები გაქვთ - ბინის ან მანქანის შეძენას აპირებთ და თანხა ხანგძლივი ვადით გჭირდებათ, მაშინ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართეთ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics