„აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვისაუბრეთ სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომელშიც აქტიურად არის ჩართული ორივე ქვეყანა ენერგეტიკული თუ სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის", – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრთან, არტურ რასიზადესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.