20:06 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 12:00:15, 2089 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ

ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში  სტუმრობენ.  22-30 სექტემბრის ჩათვლით ისინი კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალს შეისწავლიან. 

ცნობილი ამერიკელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები   1 კვირის განმავლობაში  ლოკაციების შესარჩევად ბათუმს, წყალტუბოს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს დაათვალიერებენ. ამერიკელ მენეჯერებს  ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორებიცაა : „Pretty women“, „The Princess Diaries“, „Miss Congeniality“, „27 Dresses“, „Shutter Island“, „The Aviator“, „Indiana Jones and the Kingdom of the Crystal Skull

„გადაიღე საქართველოში“ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  ერთერთი კომპონენტია, ამერიკულ დელეგაციას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“   მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს   ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ და  გააცნობენ  ქართული კინოს შესაძლებლობებს  და არსებულ ინფრასტრუქტურას. 

ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერების ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია რასაც სააგენტოში შემოსული 9 განაცხადი მოწმობს, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა  15, 182 მლნ ლარს შეადგენს. 

შენიშვნა:

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics