20:07 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 10:28:03, 2242 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინა შედეგიანი, როდესაც მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება არსებობს

„საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება, რეფორმის მოდელები კი მორგებულია ინსტიტუციონალურ და შესაძლებლობების კონტექსტზე და გამართული  კოორდინირების მექანიზმი კი ჩამოყალიბებული”, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამართული საჯარო ფინანსების მართვის სისტემა მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ მომსახურების გაწევის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებისათვის. იგი წარმოადგენს საჯარო სექტორის ფინანსური ეფექტიანობის მაქსიმიზაციის მექანიზმს და უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისათვის.

„საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ მოიტანა და კვლავ მოაქვს ხელშესახები შედეგები, როგორიცაა მაგალითად: მნიშვნელოვანი პროგრესი საჯარო ფინანსების გამჭვირვალობაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შემუშავებული ფისკალური დისციპლინა და ფისკალური წესები; გაძლიერებული და გაღრმავებული უწყებათაშორისი ფისკალური ურთიერთობები, რომელიც განპირობებულია პროგრამული ბიუჯეტირების კარგი სისტემით; საკუთარი ძალების გამოყენებით კარგად ჩამოყალიბებული და სრულად ინტეგრირებული ელექტრონული სისტემები (ePFMS) ბიუჯეტირების, ხაზინის და სხვა დაკავშირებული სფეროებისათვის; საგადასახადო პოლიტიკის შთამბეჭდავი რეფორმა; განვითარებული მაკროეკონომიკური და ფისკალური ანალიზის შესაძლებლობები,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics