კალაძე: თუ ტარიფის კორექტირება თბილისშიც მოხდება, სუბსიდირება დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებზეც გავრცელდება
იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თბილისის აბონენტებისთვისაც იქნება მიღებული, სუბსიდირება დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებზეც ანალოგიურად გავრცელდება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.