|
2016-03-15 13:01:01, 711 ნახვა
ეკონომიკა
თებერვალში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 2.6 %-ით შემცირდა
თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 2.6 პროცენტით შემცირდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. „2016 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 198.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით (2.1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.0 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი მოდიოდა. 2016 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.7 მლნ აშშ დოლარი (39.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.6 მლნ აშშ დოლარისა (30.5 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)