21:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 15:29:12, 702 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა მოგების გადასახადის რეფორმა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები იყო.

სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს გააცნეს მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მათი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გრძელდება მსჯელობა, თუ რა პერიოდიდან იქნება შესაძლებელი აღნიშნულ რეფორმაში საფინანსო სექტორის ჩართვა.

„როგორც გასული შეხვედრები, დღევანდელი დიალოგიც ძალიან საინტერესო იყო. მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლებს გავაცანით ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით, ასევე ვისაუბრეთ იმ რევოლუციურ სიახლეებზე, რომლებიც იგეგმება საგადასახადო კანონმდებლობაში. ჩვენ აქტიურად ვხვდებით ბიზნეს სექტორს და ეს კომუნიკაცია გაგრძელდება ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობა იყოს უფრო მეტად ადაპტირებული და ერგებოდეს იმ პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რეფორმაა. უკვე გვქონდა საშუალება გავცნობოდით რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეებს, დღეს გვქონდა შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში. ადვილია იმ დადებითი შედეგების დასახელება, რაც მოჰყვება აღნიშნული რეფორმის განხორციელებას, მით უფრო, თუ ის გავრცელდება საფინანსო სექტორზეც. მოგეხსენებათ, აღნიშნულ სფეროში მნიშვნელოვანი კაპიტალია და ახალი ინიციატივა ხელს უწყობს კაპიტალის დაგროვებას ქვეყენაში, რაც მნიშვნელოვანია, ეს იქნება ლარში დაგროვილი ფინანსური რესურსი, რომლის ინვესტირებაც მოხდება ბიზნესში. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრად გამარტივდება საგადასახადო ადმინისტრირებაც. გვინდა ვისურვოთ, რეფორმა რაც შეიძლება მალე გავრცელდეს საფინანსო სექტორზეც", - განაცხადა მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ბესიკ შენგელიამ.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გარდა, საუბარი ასევე შეეხო აღნიშნულ სექტორში დღეს არსებულ ვითარებას და დარგის განვითარების პერსპექტივას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics