ზურაბ აბაშიძე უმრავლესობას და მთავრობას: კეთილი ინებეთ და ხვალ ჩამობრძანდით ქუთაისში პარლამენტში
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე, სადაც ეკონომიკური გუნდის მინისტრებს უსმენენ, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს ხვალ დანიშნულ რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.