|
2015-06-05 15:24:04, 352 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ქადაგიძე ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით განცხადებებს, ლარის კურსის გაუფასურებით მიღებული ზიანის გადაფარვის მცდელობას უკავშირებს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყველას მოუწოდებს, ეროვნულ ბანკზე თადასხმები შეწყვიტოს. ამის შესახებ ქადაგიძემ დღევანდელ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკზე თავდასხმა აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ინვესტორების განწყობებსა და საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების გეგმებს, გააღრმავონ თანამშრომლობა საქართველოსთან. ამასთან, ქადაგიძის მტკიცებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ლარის კურსის გაუფასურებით მიღებული ზიანის გადაფარვის მცდელობაა. "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, თავი ავარიდოთ საკითხების პოლიტიზირებას და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაერთხელ მომიწია განცხადების გაკეთება, რომ უნდა შეწყდეს თავდასხმები ეროვნულ ბანკზე და ის ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ. ის განცხადებები, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში გვესმის, სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლო მცდელობა, გადაიფაროს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ლარის კურსის გაუფასურებით მიღებული ზიანი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ირგვლივ არსებული დებატები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რეალური შემოსავლები.დღეს დისკუსიები უნდა მიდიოდეს ვითარების გაუმჯობესებისკენ გადასადგმელი ნაბიჯების ირგვლივ და დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს ინვესტიციების, ტურიზმის, ექსპორტის წახალისების, კონკრეტული პრობლემების მოგვარების მიზნით, რაც საბოლოო ჯამში დადებითად უნდა აისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე და საბოლოოდ, თითოეული მოქალაქის ჯიბეზე. ამის ნაცვლად, კვლავაც გრძელდება დაუღალავი კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ.მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ჯერ იყო მოთხოვნა დაგვეხარჯა ჩვენი სავალუტო რეზერვი, რომელიც მოგვცემდა მხოლოდ რამდენიმე თვიან ეფექტს და სავალალო შედეგს გამოიღებდა, შემდგომ იყო დაუსაბუთებელი ბრალდება, თითქოს ლარის კურსის გაუფასურება გამოწვეულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის მასის ზრდით, თითქოს ადგილი აქვს კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის მხრიდან გარკვეულ სპეკულაციას და სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს. ყველა ეს ბრალდება საპნის ბუშტივით სკდება, როცა იწყება დისკუსია ამ თემებზე ღია, თუ დახურულ ფორმატში. ყველა ჩვენი კონტრარგუმენტი რჩება პასუხის გარეშე. რომ არა ეროვნული ბანკის მიერ ძალიან პრინციპული პოზიცია ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, ის ზიანი, რომელსაც მიიღებდა ჩვენი მოსახლეობა და ეკონომიკა, გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. მან მთავრობას მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მოაწერონ ხელი სავალუტო ფონდთან განზრახვათა ხელშეკრულებას. "რომელიც ერთის მხრივ დააფიქსირებს მთავრობის პოზიციას ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ, განსაზღვრას იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლის ირგვლივაც დაშენდება სამოქმედო გეგმა, რაც არის აუცილებელი წინაპირობა ეკონომიკაში დადებითი ტენდენციების შენარჩუნების.ახლა საჭიროა სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგა. ჩვენ არ გვაქვს გადაბრალების დრო", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მას პირადი შეხვედრისას სთხოვა, არ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიმართ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)