20:45 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 17:53:39, 510 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის ელჩი: საქართველო იყო ყველაზე საინტერესო ადგილი, სადაც მიმუშავია

საქართველო იყო ყველაზე საინტერესო ადგილი, სადაც ჩემი კარიერის მანძილზე მიმუშავია, - ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

„ყველამ იცის, რომ ეს არის ულამაზესი ქვეყანა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი მეგობრულია ქართველი ხალხი“, - განაცხადა ორთვინ ჰენიგმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ელჩს მეგობრული დამოკიდებულებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ორთვინ ჰენიგს, რომელიც 2010 წლის მაისიდან არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქმიანობის ხუთწლიანი ვადა ამოეწურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics