პრემიერი: დანაშაული იქნება, რომ საქართველომ ელექტროენერგიის ადგილზე გამომუშავება ვერ მოახერხოს
"პირდაპირი მნიშვნელობით დანაშაული იქნება, რომ საქართველომ, რომელიც მსოფლიოში ჰიდრორესურსების მიხედვით უმდიდრესი ქვეყანაა, ადგილზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ელექტროენერგიის გამომუშავება ვერ მოახერხოს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპრესნიუსის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროსგან მეტი განმარტების გაკეთებას ეხებოდა.