|
2015-06-28 14:17:26, 494 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და სისტემისთვის უფრო სასარგებლო იქნება
" ნებისმიერი კანონის განხილვა პოლიტიკური პროცესია და ამას ვერ ავცდებით, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, მსჯელობა უფრო მეტად პროფესიული სტანდარტების კუთხით იყოს",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის თაობაზე საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ეროვნული ბაკის შესახებ კანონი კიდევ უფრო დაიხვეწება და სისტემისთვის ის უფრო მეტად სასარგებლო იქნება. "პირვანდელ სახესა და გუშინ მიღებულ ვერსიას შორის დიდი განსხვავებაა. კიდევ უფრო გაუმჯობესდება კანონის პროექტი და ის უფრო სასარგებლო იქნება სისტემისთვის. პოლიტიკური პროცესია ნებისმიერი კანონის განხილვა და ამას ვერ ავცდებით, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, უფრო მეტად პროფესიული სტანდარტების კუთხით იყოს მსჯელობა,"- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, 78 ხმით ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები გუშინ პირველი მოსმენით დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)