00:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 18:49:24, 336 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ცვლილებებზე რამდენიმე შენიშვნა აქვს

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრის  გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეროვნული  ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით მას რამდენიმე შენიშვნა აქვს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  პირველი ვერსიის  შემდეგ კანონში ბევრი ცვლილება შევიდა.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან  ძალიან მჭიდროდ  ვართ ჩართული დიალოგში. მათი რეკომენდაციები მოსმენილი  და მიღებული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ პირველი ვერსიის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა კანონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმ ინსტიტუტის, რომლის გამოყოფაზეც არ არის საუბარი, არამედ უფრო უფრო მეტი დამოუკიდებლობა იგულისხმება ამ კანონპროექტით. პირველი, გათვალისწინებული იყოს მისი მაქსიმალური დამოუკიდებლობა და მეორე პროფესიონალიზმის სტანდარტი, რომელიც  იქ მომუშავე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ. მათ შორის ბორდის წევრებს. ამ კუთხით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, ბევრი შესწორება შევიდა. პირველი მოსმენა არ ნიშნავს საბოლოო ვარიანტს.   პირადად მე გამაჩნია რამდენიმე შენიშვნა, რომელსაც კანონპროექტის ავტორებს აუცილებლად გავუზიარებ. შევხვდები მათ და ვეცდები, რომ ეს პრინციპები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნას. ასეთივეა პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.  მნისვნელოვანია, რომ  მაქსიმალურად რამდენადაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას კონსენსუსი, რომ არ დაირღვას ამ სააგენტოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმის პრინციპები“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ კანონპროექტით რაიმე პრინციპის დარღვევა არ ხდება.

 „მაგალითად,  როგორიც არის ბორდის წევრების გათავისუფლების საკითხი ამაზე სამუშაო რეჟიმში ჩვენ აუცილებლად შევჯერდებით და იმედი გვაქვს, რომ მიღწეული იქნება ისეთი კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მაქსიმალურად მისაღები იქნება თუნდაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხის კომენტირებისას  კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ეს სამწუხარო იქნება“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics