ელისაშვილი: თუ ბიძინა გიორგობიანს მინისტრად დანიშნავენ, ჩვენ ვყოფილვართ ბოსელი და არა ქვეყანა
"თუ ბიძინა გიორგობიანს გარემოს დაცვის მინისტრად დანიშნავენ, ჩვენ ვყოფილვართ ბოსელი და არა ქვეყანა", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეები ბიძინა გიორგობიანის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ.