14:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 18:54:25, 357 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარ განმეორდეს ძმათამკვლელი ომი

ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის ტრაგიკულ შეცდომებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს ძმათამკვლელი ომი, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აფხაზეთის ომის 23-ე წლისთავს ეხება.

პრემიერის თქმით, საქართველო არ შეწყვეტს ერთიანობისთვის ბრძოლას, მაგრამ ეს ბრძოლა იქნება მშვიდობიანი.

„1992 წლის 14 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. აფხაზეთის ომის იარები დღესაც მოუშუშებელია ქართველებისა და აფხაზებისთვის. ჩვენმა ქვეყანამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა - ამ ომმა საქართველოს საუკეთესო შვილები შეიწირა. პატივს მივაგებ ომის მსხვერპლთა და სამშობლოსთვის დაღუპული ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას. აფხაზეთის ომს ასობით ათასი ადამიანის დევნილობა მოჰყვა, რომელთაც უმძიმესი წლები გამოიარეს. მე ქედს ვიხრი მათი გამძლეობის წინაშე. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს დევნილთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მათთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად. საქართველომ ამ ომით მძიმე გამოცდილება მიიღო. დღეს აღარა გვაქვს უფლება წამოვეგოთ პროვოკაციებს, რისკის ქვეშ დავაყენოთ ქვეყანა და ადამიანების ბედი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის ტრაგიკულ შეცდომებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს ძმათამკვლელი ომი. საქართველო არ შეწყვეტს ერთიანობისთვის ბრძოლას, მაგრამ ეს ბრძოლა იქნება მშვიდობიანი. ჩვენ არავინ გვყავს ერთმანეთზე ახლობელი - შეუძლებელია აფხაზ და ოს ძმებს ჩვენზე დიდი და გულწრფელი გულშემატკივარი ჰყავდეთ. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics