ირაკლი ღარიბაშვილი: ვინც ინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობდა, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ბოდიში უნდა მოუხადოს
„ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, ბოდიში მოუხადოთ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ჯარებს და თითოეულ ჯარისკაცს“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.