|
2015-08-30 14:35:12, 470 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, გაეროს შტაბ-ბინაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებული, პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენცია გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშულ ფორუმში მონაწილეობას 140-მდე საპარლამენტო ლიდერი მიიღებს. კონფერენციის დღის წესრიგი ფოკუსირებული იქნება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების საკითხებზე, რომლებიც საპარლამენტო ჭრილში განიხილება. პარლამენტის სპიკერთა მე-4 მსოფლიო კონფერენცია 31 აგვისტოს საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის, საბერ ჩოდერის, გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნისა და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის, სემ ქუტესას მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნება. სამშაბათს, 1 სექტემბერს, მესამე პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ვიზიტის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ან ბრასერთან და ეუთოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ილკა კანერვასთან. კონფერენციის მიმდინარეობისას, აგრეთვე, დაგეგმილია დავით უსუფაშვილის ორმხრივი შეხვედრები ევროპის, აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ვიეტნამის ეროვნული დღესასწაულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაში, რომელიც გაეროს შტაბ-ბინაში 1 სექტემბერს გაიმართება. საპარლამენტთაშორისო კავშირის პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაზე სულ ხუთი პლენარული სხდომა გაიმართება. კონფერენიის ფარგლებში დაგეგმილია დეკლარაციის (ინგლ. თარგმნ. „დემოკრატია მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისათვის: ხალხისთვის სასურველი მსოფლიოს შენება”) მიღება. აღნიშნული ფორუმი, უმაღლეს დონეზე, პარლამენტებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური ფორმატია. კონფერენცია ნაწილია იმ რიგი მაღალი დონის შეხვედრებისა, რომლებიც 2015 წლის სექტემბრის ბოლოს, გაეროს სამიტზე შეჯამდება, სადაც ახალი მდგრადი განვითარების მიზნების პროგრამა (SDGs) იქნება მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარეების პირველი მსოფლიო კონფერენცია 2000 წელს ჩატარდა და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აღნიშნულ ფორუმში მესამედ მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, დაგეგმილია ასევე, დავით უსუფაშვილის ინტერვიუ „ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროსთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში სამუშაო ვიზიტს 3 სექტემბერს დაასრულებს.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)