11:03 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 13:55:58, 382 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის

თავდაცვის სამინისტროს გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას მისი პოსტიდან შესაძლო წასვლის თაობაზე.

როგორც თინა ხიდაშელი ამბობს, მინისტრის ცვლილება გეგმაში არ არის.

"გაწერილი გეგმა მაქვს საკმაოდ გრძელი, ასე რომ, ჩემს ამ წუთიერ გეგმებში, თავდაცვის სამინისტროს გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის," - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა „რესპუბლიკელებმა“ კოალიცია დატოვონ. პარტიაში კი აცხადებენ, რომ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ ფორმირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შემთხვევაში „რესპუბლიკელმა“ მინისტრებმა შესაძლოა პოსტები დატოვონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
„თეთრი სახლი ისე გამოიყურება, თითქოს სადამ ჰუსეინმა იქ რესტორანი გახსნა“ - ობამამ ტრამპს დასცინა
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics