|
2016-04-06 16:04:08, 371 ნახვა
პოლიტიკა
კაკაჩია: არჩევნების შემდეგ შესაძლოა „ოცნებამ“ ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიებთან, უმრავლესობის შექმნის მიზნით ითანამშრომლოს
თსუ-ის პროფესორისა და პოლიტოლოგის კორნელი კაკაჩიას შეფასებით, შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის პარტიებთან არჩევნების შემდეგ უმრავლესობის შექმნის მიზნით ითანამშრომლოს. ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას კორნელი კაკაჩია გია ვოლსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ მზადაა ინაშვილისა და ბურჯანაძის პარტიებთან ითანამშრომლოს. „ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა კონფიგურაციას მივიღებთ პარლამენტში. სავარაუდოდ თუ პრორუსული ძალები მოხვდებიან პარლამენტში გამორიცხული არ არის სახელისუფლებო პარტიის თანამშრომლობა ამ ძალებთან. თუ მოხდება ისე, რომ პარლამენტში შევლენ ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის პარტიები, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებაში“ დასჭირდება რაღაც ახალი უმრავლესობა. უმრავლესობის გარეშე ძალიან გაუჭირდება ქვეყნის მართვა. „ქართულ ოცნებას“ დასჭირდება საკანონმდებლო ინიციატივების გატანა პარლამენტში, ამიტომ მას მოუწევს თანამშრომლობა“, - განაცხადა კაკაჩიამ. მისივე თქმით, თუ პარლამენტში „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შევლენ და ამავე დროს „ქართული ოცნების“ პარტიული სია პროდასავლური სახეებით დაკომპლექტდება, მაშინ შესაძლოა „ოცნებამ“ მიდგომები შეცვალოს. „თუ პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ შევლენ შესაძლოა მათთან ითანამშრომლონ. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი პარტია რა პროცენტით შევა პარლამენტში. თუ „ქართული ოცნების“ სუბიექტები დარჩნენ პარლამენტში, მაშინ ბუნებრივია მათთან ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“. გვპირდება, რომ მათ ეყოლებათ ახალი სია. თუ სიაში იქნებიან ბევრი პროდასავლური ღირებულების ადამიანი, მაშინ არა მგონია ასე ადვილი იყოს პრორუსულ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა. არა მგონია მათ ამის გამო თავი კომფორტულად იგრძნონ. ეს შესაძლოა „ქართული ოცნების“ თავსატეხი გაჩნდეს. დაველოდოთ არჩევნებს ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციას. რეალურად მაშინ შეგვიძლია მსჯელობა, ვიდრე ახლა ჰიპოთეტურად ვიმსჯელოთ“, - განუცხადა კორნელი კაკაჩიამ „ექსპრესნიუსს“. შეგახსენებთ, გუშინ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება მზადაა“ მომავალ პარლამენტში ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიებთან ითანამშრომლოს. "ძალიან განსხვავებულია ჩვენი ხედვები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ივანიშვილის მიმართ გაისმის ესა თუ ის მტკიცება, რომ მან შეხედა ირმა ინაშვილს ან ბურჯანაძეს, როგორც მომავალ ოპონენტს პარლამენტში. მაგრამ რეალურად ყველა პარტიასთან დაკავშირებით მე მინდა, დავადასტურო კიდევ ერთხელ, მზად ვართ, ყველა პარტიასთან ვითანამშრომლოთ, თუკი მათ ჩვენი საზოგადოება აირჩევს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)