ჯანელიძე: ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა, თუმცა ამ გამოწვევების დაძლევის საუკეთესო გზა მეტი ერთიანობაა
"ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა თუმცა ამ გამოწვევების დაძლევის საუკეთესო გზა მეტი ერთიანობა, მეტი ინტეგრაცია და გაფართოებაა", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვილნიუსში, ლიტველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.