15:40 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 19:36:44, 574 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უპასუხისმგებლოს უწოდებს.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, თინა ხიდაშელის დღევანდელი განცხადება პოლიტიკური პიარის ნაწილი იყო.

„მისი ეს გადაწყვეტილება ცალმხრივია და ერთგვარად არასერიოზული, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მინისტრმა იცის, რომ შესაძლოა თანადებობა სულ რაღაც 2 კვირაში დატოვოს. ამ შემთხვევაში ასეთი რთული გადაწყვეტილების მიღება იმ ფონზე, რომ შემდგომში სხვა მინისტრს მოუწევს ამაზე უფრო სიღრმისეული მუშაობა მინიმუმ არასერიოზულად მიმაჩნია, თუ არა პოლიტიკურად უპასუხისმგებლო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი ეს განცხადება უფრო მეტად ემსახურებოდა პოლიტიკურ ინტერესებს და პოლიტიკური პიარის ნაწილი იყო“, - განაცხადა სესიაშვილმა“ , - განაცხადა სესიაშვილმა.

თავდაცვის სამინისტრო დღეიდან ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს.

 შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოაწერა.

"უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან, უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც ჩვენ ამის უფლებას არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ  თავს, არ უნდა  შეურაცხვყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს და სწორედ ამიტომ, დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს,  ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზირისთ ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში.  ეს არ გამოვიდა, თუმცა  ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო. თქვენი თანდასწრებით მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნას და  ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან.ფორმა არის ასეთი, რომ  ჩვენ მივმართავთ მთავრობას ყოველი გაწვევის წინ, რომ გვჭირდება ამდენი სამხედრო მოსამსახურე და შემდეგ უკვე საერთო გაწვევიდან ხდება შერჩევა იმ ადამიანების, ვინც თავდაცვის სამინისტროში გადიან სამსახურს. დღეს მე ვაცხადებ, რომ თავდაცვის სამინისტრო, ოფიციალურად მინისტრის ბრძანებით, აღარ განახორციელებს გაწვევას და აღარ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე. ნებისმიერ ჩემს შემდგომ მინისტრს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს, რომ დააბრუნოს ჯარში წვევამდელები",- აღნიშნა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახრციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათზე არ ვრცელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics