16:06 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 16:29:33, 687 ნახვა

პოლიტიკა
„გირჩი“: სავალდებულო გაწვევაზე თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება მოქალაქეთა 75%-ს არ ეხება

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წარმომადგენლის, გუგა ჩაფიჩაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა გაუქმდა, წინასაარჩევნო პოპულისტური ნაბიჯია, რადგან მას რეალურ ცვლილებებთან კავშირი არ აქვს.

როგორც ჩაფიჩაძე განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომელთაც აქამდე თავდაცვის სამინისტრო იწვევდა ჯარში, ხოლო დანარჩენ 75% მოქალაქეს, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იწვევს, არ ეხებათ:

"თინათინ ხიდაშელი ოქტომბრის მერე აღარ იქნება მინისტრი, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ მინისტრს ექნება უფლება, ისევ აღადგინოს ამ 25%-ის გაწვევა ყაზარმებში (თავდაცვის სამინისტრო). მოხშირდა საუბარი, რომ არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრი გახდება ბატონი სესიაშვილი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგია", - აღნიშნა ჩაფიჩაძემ.

მისივე თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილება შსს-სა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ვერ შეეხება. გარდა ამისა, ჩაფიჩაძე აცხადებს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი ცვლილების წინააღმდეგია, რაც ართულებს ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირებას, რომლის გარეშეც ეს თემა მუდმივად იქნება განსხვავებული იდეების მქონე მინისტრების გადასაწყვეტი, განაახლებენ თუ შეწყვეტენ იძულებით გაწვევას:

"საჭიროა პარლამენტარებმა მხარი დაუჭირონ გირჩის ინიციატივას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს მუდმივი მარჩიელობა, თუ რას გადაწყვეტენ ახალი მინისტრები", - განაცხადა გუგა ჩაფიჩაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics