18:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 11:46:34, 679 ნახვა

პოლიტიკა
ლილუაშვილი მოსახლეობის ბიზნეს გეგმებს გაეცნო

ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა აკეთოს ადამიანმა ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით და მიიღო ის სესხი, რომელსაც სახელმწიფო გვთავაზობს, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხონში „ლელო 2014–ში“ და შ.პ.ს. „ივერიაში “ სტუმრობის შემდეგ განაცხადა.

შ.პ.ს. „ივერიას “ დამფუძნებელი ავეჯის წარმოებაზე მუშაობს და პარალელურად სასათბურე მეურნეობის ფუნქციონირებითაა დაკავებული. მეპატრონის ვალერი ქათამაძის განმარტებით სასათბურე მეურნეობის გასანვითარებლად საჭირო 100 ათასი ლარი აგრო კრედიტის ფარგლებში სახელმწიფოსგან ნულ პროცენტად მიიღო, რაც ბიზნესის ხარისხიან განვითარებაში დაეხმარა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, კოოპერატივი „ლელო 2014“ ყოველდღიურად ერთ ტონა რძეს ამუშავებს. საწარმოში დღეისათვის ექვსი სახეობის ყველი იწარმოება, ასევე მზადდება კარაქი, ხაჭო და ყველა ტიპის რძის პროდუქტი, რომელიც სარეალიზაციოდ ადგილობრივ ბაზარზე გააქვთ. კოოპერატივში ათი ადამიანია გაერთიანებული და 25 თანასოფლელია დასაქმებული. სახელისუფლები კანდიდატი დეტალურად გაეცნო მათ ბიზნეს გეგმას და გაფართოებაში დახმარებას დაპირდა.

"თუ არ დავიზარებთ და კონკრეტული გეგმით მივმართავთ სახელმწიფოს მივიღებთ იმ დაფინანსება , რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროკრედიტის ფარგლებში გვთავაზობს. ბიზნესის განვითარებით კი დავეხმარებით საკუთარ ოჯახებს, სოფლებს, ქალაქებს და ქვეყანას. ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა აკეთოს ადმიანმა ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით“, – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics