წერეთელი: ბრაიზას ვერ დავეთანხმები, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ნატოსთან ინტეგრაციული პროცესები შეჩერდა
მეთიუ ბრაიზას ვერ დავეთანხმები, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციული პროცესები შეჩერდა, – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა”.