|
2016-10-01 22:07:17, 852 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი GFK-ს კვლევაზე: ეს კვლევა ბევრად სინდისიერი და ნამუსიანია
"ეს კვლევა ბევრად სინდისიერი და ნამუსიანი კვლევაა", - ასე შეაფასა "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევა. „ეს მაჩვენებელი - 5,9% შეგიძლიათ, გადაამრავლოთ 5-6-ზე, მაგდენია ჩვენი რეიტინგი. თუმცა, არ ვაპირებ ამაზე დავას. ეს კვლევა ბევრად სინდისიერი და ნამუსიანია, ვიდრე ის, რომელიც ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა და გამოაცხადა იმედსა და მაესტროზე, აბდაუბდა და პრაქტიკულად სამოქალაქო ომის რეიტინგები გამოაცხადეს და მერე კიდე ვიღაცებზე ამბობენ, რომ იქ კარავს დადგამსო, რევოლუციასა და გადატრიალებას მოაწყობსო. აი, ეს სისულელე, რაც მაგათ გამოაქვეყნეს რუსეთის უშიშროების სამსახურის ორგანიზაციათა ეგიდით და ეს ორგანიზაცია იყო სწორედ ის სტრუქტურა, რომელმაც ყირიმის რუსეთთან შეერთების ეგზიტპოლები გააკეთა და კანონიერად სცნო ეს. ვისთან აქვს ივანიშვილს საქმე, ვის ჭკუაზე დადის და რა სიურპრიზს უმზადებს ქვეყანას. ეს არის სამოქალაქო კონფრონტაციის გაჩაღების რეიტინგი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა "ქართულ ოცნებას" ჩემოდნების ჩალაგებისკენ მოუწოდა. „ჩემი მეგობრული რჩევა ოცნებისადმი, დაიწყეთ ჩემოდნების ჩალაგება და 8-ში დაგვემშვიდობეთ მეგობრებო, ეს იქნება თქვენი უკანასკნელი მისია ქართველი ერის წინაშე,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)