|
2016-10-01 22:17:08, 880 ნახვა
პოლიტიკა
პეტრიაშვილი GFK-ს კვლევაზე: ან ჩვენ ვცხოვრობთ სხვა სამყაროში, ან ეს ხალხი ატარებს კვლევას სხვა სამყაროში
ან ჩვენ ვცხოვრობთ სხვა სამყაროში, ან ეს ხალხი ატარებს კვლევას სხვა სამყაროში, - ასე აფასებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი GFK-ს კვლევას. "რუსთავი 2"-ის ეთერში პეტრიაშვილი აცხადებს, რომ "საზოგადოება დაიღალა მსგავსი კვლევებით" და მოსახლეობასთან შეხვედრების საფუძველზე აცხადებს, რომ რეალური განწყობა აბსოლუტურად განსხვავებულია. „რამდენიმე დღე დარჩა და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ისტორიაში 2016 წლის 8 ოქტომბერს ყველაზე არაპროგნოზირებადი არჩევნების შედეგები დადგება. ერთი, რაც შეიძლება დანამდვილებით ითქვას, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას, 8 ოქტომბერს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაიფორმებს გამარჯვებას, რადგან საყოველთაო აღიარება მოხდა და ყველაზე გავლენიანმა მოქალაქემაც კი აღიარა, რომ იქნება მეორე ტურები,“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. მისივე განცხადებით, მოსახლეობას სჭირდება ახალი ალტერნატივა და ეს ძალა, მისი აზრით, თავისუფალი დემოკრატები არიან.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)