კალაძე: დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან მალე შეძლებენ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას
დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ საქართველოს ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.