08:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 01:15:31, 1903 ნახვა

პოლიტიკა სამართალი
ჯიხაშკარში ორ უბანზე საარჩევნო ინვენტარი დალეწეს - ნაცემია ორი უცხოელი დამკვირვებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, #108 უბანზე ხმის დათვლისა და კენჭიყრის შედეგების შეჯამების დროს დახლოებით 23 საათისთვის ადგილი ჰქონდა დაუდგენელი პირების შეჭრას, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია აღშნინული.

საიას ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ქვები ესროლეს და ჩალეწეს საარჩევნო უბნის ფანჯრები, ძალის გამოყენებით შეაღწიეს უბანზე, მიმოფანტეს საარჩევნო ბიულეტენები და საარჩევნო ინვენტარი დალეწეს. 

„უბანზე იმყოფებოდა 1 პოლიციელი, რომელმაც ბუნებრივია ვერ განახორციელა სათანადო რეაგირება და დამატებითი საპოლიციო ძალები მხოლოდ მოგვიანებით იყვნენ მობილიზებული უბანზე.  

საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ნაცემია და ფიზიკური დაზიანებები აქვს მიღებული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის - ნორვეგიის ჰელსინკის კავშირის 2 წარმომადგენელს, რომლებიც ცდილობდნენ ტელეფონით გადაეღოთ აღნიშნული ინციდენტი. საფრთხე შეექმნა საიას დამკვირვებელსაც, რომელმაც ფანჯრის მეშვეობით დატოვა უბანი“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს,  უზრუნველყოს საარჩევნო პროცესების უსაფრთხო გარემოში წარმართვა და დამკვირვებელთა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ პირთა უსაფრთხოება. 

ამასთან, ჯიხაშკარში 79-ე უბანიც დაარბიეს,  სადაც ასევე დამტვრეულია საარჩევნო ინვენტარი.  

ცნობისთვის, ცესკოში რამდენიმე წუთში ბრიფინგია დანიშნული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics