დავით ბერძენიშვილი: პაატა ბურჭულაძის განცხადება აჭარაზე, პოლიტიკური სიბეცის ფოიერვერკი იყო
„პაატა ბურჭულაძე სახიფათო თამაშს ეწევა. ადამიანების კუთხური ნიშნით დაყოფა შეურაცხმყოფელია და მსგავსი რიტორიკა ასლან აბაშიძის შემდეგ არავის ქონია“, - ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი პლატფორმა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის მიერ ბათუმში გაკეთებულ განცხადებას.