პრემიერი: გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ მოქალაქემ მიიღოს აუცილებელი სერვისები
გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ მოქალაქემ მიიღოს აუცილებელი სერვისები; აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ კერძო ბიზნესმენმა საქმე აწარმოოს. საქართველოს ყველა წერტილში თანაბრად იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ ყველა მომსახურება, მათ შორის სოფლებში, იყოს ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლანჩხუთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.