06:05 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 18:20:36, 779 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: მომავალი 4 წელიწადი იქნება პერიოდი, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება

საერთაშორისო ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ის რეალური ხელშესახები მექანიზმებია, რომელიც "ქართულ ოცნებას" ვერანაირად ვერ მიაწერს ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "საქართველო უფრო მკაფიოს გახდის იმ კონტურებს, რომლითაც მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ქვეყნის ადგილია შემოსაზღვრული".

"ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მომავალი 4 წელიწადი, ეს იქნება პერიოდი, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება და უამრავი დაწყებული ეკონომიკური, სოციალური პროექტები კიდევ უფრო მეტ განვითარებას ჰპოვებს. ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა ბიზნეს ინვესტიციების გაზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს. ამის რეალური ტენდენციები სახეზეა და სწორედ ამ ტენდენციებმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერა განაპირობა", - განაცხადა ვოლსკიმ.

მმართველი გუნდის წევრის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობაში საფრთხე არ არსებობს.

"გვეუბნებიან, რომ ჩვენი სულისკვეთება არასაკმარისი არგუმენტია. ვთქვათ, რომ ვართ უკეთესები ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, მან თავის თავზე ჭრა და კერა კონსტიტუცია და საბოლოო ჯამში მოირგო. ვფიქრობ, რომ არის არსობრივი განსხვავება, განსხვავება ადამიანებისა, რომლებიც არიან გაერთიანებულები "ქართულ ოცნებაში". ეს არ არის მცირე არგუმენტი. არის სხვა უფრო ქმედითი მექანიზმებიც, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება რა თქმა უნდა არ გადადგამს ქვეყნისათვის დამაზიანებელ ნაბიჯებს. უპირველეს ყოვლისა ეს არის ვალდებულებები ჩვენი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, მართალია ასოცირებული წევრი, მაგრამ მაინც წევრის. "ქართული ოცნება" არ დაუშვებს გადახრას იმ ძირითადი ხაზისგან, რასაც დემოკრატიული განვითარება ჰქვია", - აღნიშნა ვოლსკიმ.

მისივე განცხადებით,  არის კანონი რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე გუნდს ავალდებულებს ნებისმიერი ცვლილება საზოგადოების ფართო წრეებთან შეათანხმოს.

"სულისკვეთება, საერთაშორისო ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და რაც მთავარია ვალდებულება საქართველოს საზოგადოების წინაშე არის სწორედ ის რეალური ხელშესახები მექანიზმები, რომელიც "ქართულ ოცნებას" ვერანაირად ვერ მიაწერს ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას", - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics