პრემიერი: სივრცითი მოწყობის პროექტი 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს
საქართველოს გააჩნია რესურსი, რომ გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, რისთვისაც საჭიროა მისი არსებული მდგომარეობის რაციონალური გააზრება და სწორი სივრცითი დაგეგმვა და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციის დროს განაცხადა.