2020-03-23 09:24:52, 1313 ნახვა
საზოგადოება
ალხას ჩოლოკუა - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანია ლიდერობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი ასლან ბჟანია ლიდერობს, რომელმაც ამ დროისთვის ხმების, დაახლოებით, 57.1 % მოიპოვა, რაც დაახლოებით 21 ათასი ხმაა.
ამის შესახებ ბჟანიას პრესმდივანმა ალხას ჩოლოკუამ განაცხადა.
მეორე ადგილს ადგურ არძინბა იკავებს, რომელსაც ხმა ამომრჩევლის 35.55 %-მა მისცა, ყველას წინააღმდეგ კი ხმა მისცა 1 %-მა.
დღევანდელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით, 80 ათასმა ადამიანმა მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,