|
2020-03-22 14:38:11, 1219 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას. აღინიშნა, რომ უკვე გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 54-ს შეადგენს (რომელთაგან 3 გამოჯანმრთელებულია), მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ და უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ინფიცირების ყველა შემთხვევის წარმომავლობა დღეისათვის ცნობილია, რაც ხელს უწყობს პროცესის მართვას. შეხვედრაზე განხილული იყო მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური ტენდენციები და ამის გათვალისწინებით ჯანდაცვის სისტემის მზაობის დონე. აღინიშნა, რომ მსოფლიო პრაქტიკით, საჭიროებისა და პაციენტთა რაოდენობის სწრაფი ზრდის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები განიხილავენ მათ შორის სახლში მკურნალობასაც. შეხვედრისას საუბარი შეეხო ამ ეტაპზე კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობას, რაც 2956-ს შეადგენს, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ დღეის მდგომარეობით 291 პირი იმყოფება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური ვითარების, ინფიცირებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ახალი შესაძლო შემთხვევების შესახებ და კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საზოგადოების ეფექტური ინფორმირების მიზნით, ვებგვერდ www.stopcov.ge-თან ერთად, ერთიანი საინფორმაციო ცენტრი იმოქმედებს, სადაც ბრიფინგები რეგულარულად გაიმართება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პაციენტთა ნაკადების მართვის თვალსაზრისით საქართველოს მასშტაბით არსებულ ვითარებას, ასევე სახმელეთო საზღვრებზე შემოსულ პირთა საკარანტინო ზონებში გადამისამართების საკითხს. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სომხეთის რესპუბლიკასთან არსებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან, მგზავრებს - საქართველოს მოქალაქეებს, შემოსვლა მხოლოდ სადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეეძლებათ, ხოლო სატვირთო მოძრაობა დასაშვები იქნება შეუფერხებლად, ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან. ანალოგიური შეზღუდვა გავრცელდება აზერბაიჯანთან არსებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, შეუფერხებლად იმოძრავებს ტვირთები, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს შემოსვლა მხოლოდ წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეეძლებათ. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ეფექტურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ კლინიკური მართვის მიმართულებით საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ექსპერტებს გამოაგზავნის. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მეტი ეფექტურობის მიზნით, დაიყო ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სამართალდაცვით თემატურ ჯგუფებად და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით რეგულარულად შეიკრიბება.
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)